სპორტული გუნდებისთვის

მშობლებს გადახდას SMS შეახსენებს - ავტომატურად

OLYMP თავად უგზავნის მშობლებს სმს შეტყობინებას გადახდის შესახებ. მოსწავლეები, ჯგუფები, დასწრება და გადახდები - ერთ აპლიკაციაში, მწვრთნელის ტელეფონში.

+6

ნებისმიერი საბრძოლო ხელოვნებისთვის

კარატე, ძიუდო, ჯიუ-ჯიცუ, MMA და სხვა

  • ავტომატური SMS-შეხსენებები

  • 1 თვე უფასოდ

  • 0.99 ₾ ერთ მოსწავლეზე

OLYMP: მიმოხილვა
შეტყობინებები ახლა

შეხსენება! მოსწავლე: ლუკა ბერიძე
გადახდა შეადგენს 60₾. გადახდის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი. თიბისი: GE00TB0000000000000000

OLYMP: მოსწავლეები
SMS-შეხსენებები

შეხსენებას OLYMP გაგზავნის - თქვენ აღარ მოგიწევთ დარეკვა

ყოველდღე, დანიშნულ საათზე, OLYMP ამოწმებს, ვის აქვს გადასახდელი, და მშობლებს თავად უგზავნის SMS-ს.

  1. 3 დღით ადრე

    მშობელი იღებს შეხსენებას: თანხა, ბოლო ვადა და ბანკის ანგარიში.

  2. გადახდის დღეს

    თუ ჯერ არ გადაუხდიათ - კიდევ ერთი შეტყობინება.

  3. ვადის გადაცილებისას

    შეხსენება დავალიანების შესახებ, დაგვიანებული დღეების რაოდენობით.

  • SMS მიდის მხოლოდ მათთან, ვისაც გადასახდელი აქვს

  • მოსწავლის სახელი, თანხა, ვადა და ბანკის ანგარიში ტექსტში თავად ჩაისმება

  • რამდენი დღით ადრე და რომელ საათზე - კლუბთან ერთად ვაწყობთ

  • საჭიროებისას შეხსენება ხელითაც იგზავნება - ერთი ღილაკით

OLYMP SMS

17 ნოემბერი, 10:00

შეხსენება! მოსწავლე: ლუკა ბერიძე
გადახდა შეადგენს 60₾. გადახდის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი. თიბისი: GE00TB0000000000000000

20 ნოემბერი, 10:00

დღეს ბოლო ვადაა! მოსწავლე: ლუკა ბერიძე
გადახდა შეადგენს 60₾. თიბისი: GE00TB0000000000000000

22 ნოემბერი, 10:00

მოსწავლე: ლუკა ბერიძე
გადახდა გადაცილებულია 2-დღით, დაუყოვნებლივ დაფარეთ დავალიანება.
გადასახდელი: 60 ლარი
თიბისი: GE00TB0000000000000000

ნებისმიერი სახეობისთვის

მუაი-თაი
MMA
ჯიუ-ჯიცუ
კიოკუშინი
ძიუდო
ჭიდაობა
კიკბოქსინგი
ტაეკვონდო
კარატე
გადახდები

ჩანს, ვინ გადაიხადა და ვინ - არა

OLYMP-ში ყოველ ჯგუფს აქვს თვიური გადასახადი და გადახდის ვადა. თქვენ მხოლოდ აღნიშნავთ გადახდას - თანხები, დავალიანებები და სტატისტიკა თავად დაითვლება.

ამ თვეში მიღებული

6 240 ₾

გაზრდილია 12%

გადახდა ჯგუფების მიხედვით

80%

ბავშვები 6-9

0%

მოზარდები

0%

უფროსები / ნაკრები

0%

გადახდილი51 გადასახდელი9 ვადაგადაცილებული4
შესაძლებლობები

ყველაფერი, რაც მწვრთნელს სჭირდება

ყოველ ვარჯიშზე

  • დასწრების აღნიშვნა

  • ჯგუფები და განრიგი

  • მოსწავლის ბარათი

  • ქამრები და წონითი კატეგორიები

  • ვინ აცდენს ვარჯიშებს

  • კალენდარი და ღონისძიებები

დასწრება შენახულია 12 / 14
ამ თვეში მიღებული 6 240 ₾ გაზრდილია 12%

ყოველ თვე

  • გადახდები და დავალიანებები

  • SMS-შეხსენებები მშობლებს

  • შემოსავლების სტატისტიკა

  • გადახდების ისტორია

  • ცვლილებების ჟურნალი

  • Excel იმპორტი და ექსპორტი

როგორ დავიწყოთ

სამი ნაბიჯი დასაწყებად

ინსტალაცია არ სჭირდება. დაგეხმარებით ინტეგრაციის ყოველ ნაბიჯზე.

  1. მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

    WhatsApp-ზე ან ტელეფონზე: 574 30 55 03. შევხვდებით, გაგაცნობთ OLYMP-ის პლატფორმას და ერთად განვიხილავთ ყველა დეტალს.

  2. მოსწავლეებს ჩვენ დავამატებთ

    მოსწავლეების სიის დამატება, ჯგუფების შექმნა და ტრენინგის ჩატარება, ჩვენი გუნდი ყოველ ნაბიჯზე დაგეხმარებათ.

  3. მართეთ დარბაზი ტელეფონიდან

    მწვრთნელები ტელეფონიდან აღნიშნავენ დასწრებას და გადახდებს, მშობლები SMS-ით იღებენ შეხსენებებს, თქვენ კი ერთ ეკრანზე ხედავთ დავალიანებებს და შემოსავლებს.

რატომ OLYMP

შექმნილია მწვრთნელისთვის და არა მენეჯერისთვის

ცხრილების, რვეულების და ჩატების ნაცვლად - ერთი მარტივი აპლიკაცია, რომელსაც ტელეფონიდან გამოიყენებთ.

  • არ საჭიროებს ინსტალაციას - მართეთ ნებისმიერი მოწყობილობიდან

  • ქართულად და ინგლისურად

  • ყოველი კლუბის მონაცემები გამიჯნულია

  • რამდენიმე მწვრთნელს პარალელურად შეუძლია პლატფორმის გამოყენება

  • შესვლა SMS კოდით

OLYMP: გადახდები
გადახდა აღნიშნულია +60 ₾ ლუკა ბერიძე · ბავშვები 6-9
OLYMP: მოსწავლის ბარათი
ფასი

ფასი, რომელიც თქვენზეა დამოკიდებული

ერთი ტარიფი ყველასთვის - იხდით მხოლოდ მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით.

0.99₾ ერთ მოსწავლეზე
თვეში

პირველი თვე - უფასოდ

  • მოსწავლეების რაოდენობა შეზღუდული არ არის

  • მინიმალური გადასახადის გარეშე.

  • მოსწავლეების სია ნებისმიერ დროს Excel-ში ექსპორტირდება

სცადეთ უფასოდ
კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

0.99 ₾ ყოველ მოსწავლეზე თვეში. მინიმალური გადასახადის გარეშე. მოსწავლეების რაოდენობა - შეზღუდული არ არის. პირველი თვე - უფასოდ.

თუ OLYMP მოგეწონათ, გააგრძელებთ 0.99 ₾-ზე ყოველ მოსწავლეზე. თუ არა - ექსპორტირეთ მოსწავლეების სია Excel-ში, და მონაცემები თქვენთან დარჩება.

მხოლოდ ტელეფონი ან კომპიუტერი ინტერნეტით. მოგვწერეთ WhatsApp-ზე ან დაგვირეკეთ - შევქმნით თქვენს კლუბს და მოსწავლეებს ჩვენ დავამატებთ.

კი. მფლობელი, მთავარი მწვრთნელი და დამხმარეები ერთ კლუბში ერთდროულად მუშაობენ. დამხმარე ხედავს მხოლოდ თავის ჯგუფებს, გადახდებს - არა.

ავტომატურად: OLYMP ყოველდღე დანიშნულ საათზე ამოწმებს გადახდებს და SMS-ს უგზავნის მშობლებს ვადამდე რამდენიმე დღით ადრე, გადახდის დღეს და ვადის გადაცილებისას - მხოლოდ მათ, ვისაც გადასახდელი აქვს. მოსწავლის სახელი, თანხა, ვადა და ბანკის ანგარიში ტექსტში თავად ჩაისმება. საჭიროებისას შეხსენება ხელითაც შეგიძლიათ გაგზავნოთ: მონიშნეთ მშობლები და დააჭირეთ ერთ ღილაკს.

არა, პლატფორმის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ტელეფონზე, პლანშეტზე ან კომპიუტერზე ქრომის ან სხვა ბრაუზერის გამოყენებით, საჭიროა მხოლოდ ინტერნეტ კავშირი. მწვრთნელები შედიან სისტემაში SMS კოდით ან პაროლით.

ყოველი სპორტ-კლუბის მონაცემები მონაცემთა ბაზის დონეზე გამიჯნულია, სხვა კლუბის წევრს არ აქვს მონაცემებზე წვდომა. კლუბის შიგნით ყოველი მწვრთნელი ხედავს მხოლოდ თავისი კლუბის მონაცემებს.

პლატფორმა მორგებულია ნებისმიერი სპორტული აკადემიისთვის, სადაც არის ჯგუფები და აბონემენტი: კარატე, ძიუდო, ჯიუ-ჯიცუ, MMA, ჭიდაობა, ტაეკვონდო, კიკბოქსინგი, ტაილანდური კრივი, კუდო და სხვა.

გაინტერესებთ სხვა დეტალები? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ სხვა დეტალების გასავლელად.

0.99 ₾ ერთ მოსწავლეზე / თვეში პირველი თვე - უფასოდ
მოგვწერეთ

დაიწყეთ დღესვე. პირველი თვე - უფასოდ.

მოგვწერეთ WhatsApp-ზე ან დაგვირეკეთ - შევქმნით თქვენს კლუბს და დაგეხმარებით ინტეგრაციაში.

  • 1 თვე უფასოდ

  • მინიმალური გადასახადის გარეშე.

უკვე გაქვთ ანგარიში? შედით